
კვების ბიოტექნოლოგიის ქვეპროგრამით სწავლის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან: კვებითი ბიოტექნოლოგიების ძირითად პრინციპებს, საკვები პროდუქტების შედგენილობას, ძირითად ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებსა და მახასიათებლებს, კვებით ღირებულებას, ხარისხს, საკვების შენახვისა და დამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებს და მათ გავლენას ხარისხზე. აგრეთვე სტუდენტი გაეცნობა კვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში ბიოლოგიური ობიექტებისა და მათ მიერ სინთეზირებული პროდუქტების გამოყენების სფეროებსა და მაშტაბებს, ტექნოლოგიურ სქემებს და წარმოების ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევის გზებს. გარდა აღნიშნულისა, სტუდენტს წარმოდგენა შეექმნება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოებისა და კულტივირების ტექნოლოგიებზე. მსმენელები მიიღებენ ინფორმაცია „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ (GMP), “კარგი ჰიგიენის პრაქტიკის (GHP)” და “კარგი ლაბორატორიის პრაქტიკის (GLP)” შესახებ; საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის ნარჩენების გადამუშავების ბიოტექნოლოგიების შესახებ, საკვები პროდუქტების ხარისხის, უვნებლობისა და რისკისა ანალიზის სისტემებზე. სურსათის სხვადასხვა საფრთხეებზე. ქვეპროგრამის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი ინფორმაცია საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის ლაბორატორიული ანალიზის შესახებ; შეასწავლოს ლაბორატორიაში მუშაობის ძირითადი პრინციპები და აათვისებინოს საკვები პროდუქტების ანალიზის ძირითადი მეთოდები. კურსის პრაქტიკული ნაწილი უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ ნატიური, ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების სისტემების მიერ მიზნობრივი პროდუქტების (ვიტამინების, ფერმენტების, ამინომჟავების ცხიმოვანი მჟავების, პოლისაქარიდების, ბუნებრივი საღებავების, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების, სპირტის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, რძისა და რძის პროდუქების, პურისა და პურპროდუქტების, ლუდის, საკვებ დანამატებისა და სხვათა) მიღების ფიზიოლოგიურ - ბიოქიმიურ ასპექტების, მათ საფუძველზე ტექნილოგიური სქემების შექმნისა და დანერგვის საშუალებებისა და მეთოდების ფლობას.
შეგძლიათ ნახოთ
No comments:
Post a Comment