რა არის ბიოტექნოლოგია?

რა არის ბიოტექნილოგია?

მემკვიდრეობითობის  მოლეკულური მექანიზმების  გარკვევით ახალი ეპოქა დაიწყო ბიოტექნოლოგიაში.
მართივად თუ ვიტყვით, ბიოტექნოლოგია არის ადამიანის მიერ  ცოცხალი ორგანიზმების გამოყენება მისთვის საინტერესო პროდუქტის მისაღებად, რისთვისაც იგი ხელმისაწვდომ სხვადასხვა  ხერხსა და საშუალებას მიმართავს იგი.
არც თუ დიდი ხნის წინ სახელმძღვანელოებსა და ენციკლობედიებში ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთ ასეთ განმარტებას ამოიკითხავდით: ბიოტექნოლოგია არის მიკროორგანიზმებისა დაცოცხალი  სხვა ორგანიზმების გამოყენება ადამიანის მიერ კომერციული ინტერესების მქონე პროდუქციის საწარმოებლად.
XXI საუკუნეში ბიოტექნოლოგიის განმარტება სხვაგვარად ჟღერს: ბიოტექნოლოგია არის მოლეკულური ბიოლოგიის ერთ-ერთი განხრა, რომელიც იყენებს გენურ ინჟინერიასა და  დნმ_ტექნოლოგიებს მიკროორგანიზმების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ_ის მოდიფიცირებისთვის,რათა მათი ნიშან_თვისებები სასურველი მიმართულებით შეცვალოს კომერციული ინტერესების მქონე პროდუქციის საწარმოებლად.

   თანამედროვე ბიოტექნოლოგია რამოდენიმე მიმართულებით იყოფა:

სამედიცინო ბიოტექნოლოგია_ გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების გამოყენებას ადამიანთა მკურნალობის სხვადასხვა პერიოდში.

ფარმაკოლოგიური ბიოტექნოლოგია _ გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების გამოყენებას სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

სასოფლო_სამეურნეო ბიოტექნოლოგია_ქმნის მავნებლებისა და გარემო პირობებისადმი მდგრად მცენარეებსა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ შეუცვლელ, მაღალპროდუქტიულ ცხოველთა ჯიშებს.

ინდუსტრიული ბიოტექნოლოგია_ ეძებს გზებს ცოცხალი ორგანიზმების საშვალებით ახალი საწვავისა და ქიმიური ნივთიერებების მისაღბად.


No comments:

Post a Comment